ჩინეთის ელჩი: არასოდეს დავესხმებით თავს უკრაინას

გუშინ, ჩინეთის ელჩმა უკრაინაში გაავრცელა განცხადება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.ცხადია ეს მხოლოდ დიპლომატის პოზიცია არაა და მან მთავრობის პოზიციაც გააჟღერა.

“ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად… მდგომარეობაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით.

ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება სასიკეთო ძალა უკრაინისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,“- უთხრა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიენჟუნმა, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ CNN-ი ავრცელებს.