ჩინეთმა გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებაში – წერს სამხედრო ანალიტიკური ცენტრი World Military.
გუშინ დავწერეთ, რომ მოსკოვს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია, თუმცა როგორც ირკვევა მანამდე ვანგ იმ საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან,
დმიტრო კულებას განცხადებიდან ვიგებთ, რომ მან თავის ჩინელ კოლეგასთან ისაუბრა ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელსაც განიხილავს უკრაინის ხელსიუფლება და დასკვნების შესახებ მოგვიანებით განაცხადებს.
თავის მხრივ, ჩინეთის წარმომადგენელმა გაეროში ჟან ცუნმა, განაცხადა, რომ დოკუმენტი რომელიც ჩინეთმა მოამზადა არ არის ე.წ. სამშვიდობო გეგმა და ის წარმოადგენს “პოზიციის დოკუმენტს”, რომელშიც ასახულია პეკინის თანმიმდევრულ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით(რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი). მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი გააგრძელებს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
გაეროში ჩინეთის ელჩმა განაცხადა ისიც, რომ დოკუმენტის წარმოდგენა მალე განხორციელდება და სავარაუდოდ, მას პარასკევს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვის დროს თავად სი ძინ პინი წარადგენს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში სი ძინინპინი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება მოსკოვში და შეხვდება ვლადიმერ პუტინს.
დღევანდელი გადმოსახედიდან, არსებობს 3 სცენარი, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშებული საერთაშორისო მასშტაბით ჩინეთის გააქტიურება:
1 – ჩინეთს რეალურად სურს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებაში და ამის საუკეთესო საშუალება სწორედ, რომ რუსეთ-უკრაინის ომია.
2 – ჩინეთი და რუსეთი მოქმედებენ შეთანხმებულად, რადგან რუსეთს ნამდვილად არ აქვს ფრონტზე საქმე წარმატებულად და ვითარებიდან ნაკლები სამხედრო-პოლიტიკური დანაკარგებით გამოსასვლელად სჭირდება ჩინეთის ღია პოლიტკური დახმარება, რომელიც შეიფუთება ერთგვარი სამშვიდობო ფორმით, რომელსაც სავარაუდოდ დაეთხმება რუსეთი.
3 – უკრაინისთვის მზარდი დასავლური დახმარების ფონზე და პარალელურად, მთელს ფრონტზე მძლავრი შეტევების დაწყების მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ მოახერხა სწრაფი ხელშესახები წინსვლა, შესაბამისად დრო უკვე უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, გარდაუალი უკრაინული კონტრშეტევის დაწყების პირობით, რისი თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა, სწორედ ამიტომ, რუსეთი ცდილობს ჩინეთის დახმარბით დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები, რაც კიდევ უფრო ძლიერი თავდაცვითი ხაზის შესაქმენლად დროს მოაგებინებს რუსულ ძალებს და ამავდროულად, პოტენციური ჩინური სამხედრო დახმარებით შეძლებს უკვე ზაფხულისთვის მასიური შეტევების განახლებას.
საბოლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის გააქტიურების მიზნებთან დაკავშირებით, მეტი დეტალს, უშუალოდ ჩინეთის მიერ მომზადებული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ გავიგებთ.