ჩინეთი – რუსეთში ინვესტიციებს არ ჩადებს

ჩინეთმა შეწყვიტა ინვესტიციები რუსეთში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, – Financial Times.

გამოცემა ხაზს უსვამს: ეს ნაბიჯი უკრაინის ომის ფონზე პეკინის სანქციების ქვეშ არ მოქცევის სურვილის სიგნალს იძლევა.

ამავდროულად, შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს, რადგან ნამდვილად არის “ძლიერი ურთიერთმოქმედება” რუსეთსა და ჩინეთს შორის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ არის პროგრამა, რომელიც აკავშირებს აზიას აფრიკასა და ევროპას სახმელეთო და საზღვაო გზებით, რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავების, ვაჭრობის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით – World Military.