დღეს წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ჩატარდა,სადაც კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩა. 5 კომიტეტიდან 3-ის თავმჯდომარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გახდნენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 15 ხმით გახდა- ბაჩანა ქანთარია, სამოქალაქო მოძრაობა “ხმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქალაქ ჯვარის მიერ არჩეული მაჟორიტარი.
შეგახსნებთ,წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე- “გახარია- საქართველოსთვის” წევრი გახდა,ხოლო მისი მოადგილეები- “ენმ”-დან და “ლელო”- დან აირჩა,ხოლო “ქართულმა ოცნებამ” უარი განაცხადა მოადგილის კანდიდატის დაყენებაზე.