წარმატებული კონტრ-შეტევა ხერსონში

უკრაინული ძალები აგრძელებენ წარმატებულ კონტრშეტევას ხერსონის მიმართულებით.

რაც მთავარია, გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა ხერსონის ოლქში ანდრეევკა და ლოზოვოეს დასახლებების დაბრუნება, რომელთა კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

სანამ ვიტყვი რატომ არის მნიშვნელოვანი, მანამ აღვნიშნავ თუ რა გარემოებებია ხერსონის ფრონტის ხაზზე,

დავიწყოთ იმით, რომ მდ.დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც განთავსებულია უაშუალოდ ქ. ხერსონი და მიმდებარე დასახლებები, ერთის მხრივ მიკოლაევის, ხოლო მეორეს მხრივ კრივოი როგის მიმართულებით, პირველი ფაზის დროს,ზემოთ აღნიშნულ ქალაქებზე წარუმატებელი იერიშების დასრულების შემდეგ რუსული ნაწილები ღრმა თავდაცვაში გადავიდნენ.

ფრონტის ხაზზე მოეწყო 3 შრიანი თავდაცვითი ხაზი, რომელთა გაამრგება მოხდა საფორტიფიკაციო ნაგებობით, თხრილებით და სხვა საინჟინრო საშუალებებით. ჯამში მდ. დნეპრის მარცხენა სანაპიროს შენარჩუნებისათვის აღნიშნულ ტერიტორიებზე განთასვებულია დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო, რომელიც საკმაოდ სოლიდური რიცხვია, არც თუ ისე დიდი ტერიტორიისათვის.

რუსებმა თავდაცვის გასამარტივებლად, თავდაცვითი ხაზი მოაწყვეს მდ. დნეპრსა და მიკოლაევს შორის გამდინარე კიდევ ერთი მდ.ინგულცის კალაპოტის გასწვრივ, სადაც აქამდე წარმატებით ხდებოდა უკრაინული ძალების შეკავება და ტერიტორიების შენარჩუნება,

თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ, უკრაინულმა ზუსტი დამზინების არტილერიამ მოშალა რუსული ლოჯისტიკა, შესაბამისად, მომარაგება, მართვა და კონტროლი, რუსებმა ვეღარ შეძლეს თავდაცვისათვის საჭირო ინტენსიური ცეცხლის წარმოება, რაც აქამდე აფერხებდა უკრაინული ძალების საგრძნობ წინსვლას ხერსონის მიმართულებით და ძირითადად მცირე სოფლების დაბრუნებით შემოიფარგლებოდა,

შესაბამისად, რუსული საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობის საგრძნობმა კლებამ შესაძლებელი გახადა, უკრაინულ ნაწილებს წარმატებით გადაელახათ მდ. ინგულეცი და საავიაციო და საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით შეძლეს მსხვილი დემიტროვკასა და ლოზოვას დასახლეებბიდან რუსული ძალების გაყრა.

ახლა რაც შეეხება ამ დასახლებებს, თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ უკრაიენელბს გაუჩნდათ მძლავრი პლაცდარმი ახალი მძლავრი სახმელეთო, მექანიზირებული დანაყოფებით შესაძლებელი ბიძგის განსახორციელებლად, რაც აქამდე მდინარის ბუნებრივი ბარიერის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო.

რაც ნიშნავს იმას, რომ საჭირო მომარაგების გარეშე დარჩენილი რუსული ნაწილები, კიდევ უფრო რთულ დღეში ჩავარდებიან, რადგან ერთის მხრივ მოშლილია მდ. დნეპროს მარჯვენა მხარეს, სწრაფად უკანდასახევი ინფრასტრუქტურა, რომელის ანტონოვისა ხიდზე და კახოვკას კაშხლის მიმდებარედ მუდმივმა ზუსტმა საარტილერიო დარტყმებმა გახადა შესაძლებელი, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინული ზუსტი არტილერიის მიერ კონტროლდება, ყველა ძირითადი საკვანძო სატრანსპორტო ღერძიზ რომელიც უკნდა გამოიყენოს რუსლმა სარდლობამ, რათა მოხდეს თავდაცვითი ხაზების მომარაგება.

შესაბამისად, ნათელია, რომ ხერსონში განთასვებული 15 000-იანი რუსული დაჯგუფება, უახლოეს პერიოდში არჩევანის წინაშე დადგება, ან დარჩნენ ქალაქში და უბრალოდ განადგურდნენ, ან გაიქცნენ მდ. დნეპრის მარჯვენა მხარეს, მაგრამ ლოჯისტიკის არარსებობა გამოიწვევს, უზომოდ დიდი დანაკარგებს, ან ჩაბარდნენ ტყვედ და იზრონონ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაზე, უკრაინელ ტყვეებში გაცვლის პერსპექტივით. – World Military.