“მუზეუმის საქმეებზე დავას, პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა კიდევ ერთი მიზეზის გამო ჰქონდა.
გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის ბებიაჩემი, ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე. ადამიანი, რომელმაც 52 წელი იმუშავა თითქმის ყველა საფეხურზე ეროვნულ მუზეუმში და სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კომისიის მიერ, 15 წუთიანი “პროფესიული” გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დააკისრა ეროვნულ მუზეუმს, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
უდიდესი მადლობა ჩვენი Justice League • ჯასთის ლიგ-ის ყველა იურისტს ვინც ამ საქმეზე იმუშავა” | წერს სოციალურ ქსელში დიტო ხვიჩია