კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს სააპელაციო სასამართლოსგან, თუ სააკაშვილის ადვოკატები მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, ხაბეიშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ოლიგარქს აქვს ოკუპირებული და ამიტომ, დიდი იმედი არ აქვს.
„მოვისმინეთ ზახაროვას განცხადება, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი რუსი ღარიბაშვილის, ირაკლი რუსი კობახიძის, კახი რუსი კალაძის, ხელისუფლების განცხადებებს. ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ვენდეტა მიმდინარეობს, ამას პუტინის წარმომადგენლები მოსკოვში არ მალავენ და ეს ზახაროვას პირით გვითხრეს. კრემლის დავალებას ასრულებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ე.წ. სასამართლოს დიდ იმედებს არ ვუკავშირებ – ოლიგარქს აბსოლუტურად ოკუპირებული აქვს როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე სასამართლო სისტემა. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ექსპერტების შეფასების საგანია. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკულია. ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამას არ იზიარებს და ითვალისწინებს პუტინის კარის ხელისუფლება საქართველოში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.