ხარჩილავა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ხარჩილავამ, განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა “სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის” პროგრამაზე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მიიღებს.


“საკითხი გადაწყდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება
მათთვის,ვისაც აქვს ზოგადი წარმოდგენა მაინც,თუ როგორ ფუნქციონირებს,მუშაობს სახელმწიფო,კითხვა არც უნდა დამდგარიყო.
ანალიზისთვის:
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთობა რეგულირდება კანონით.
ბიუჯეტი არის საქართველოს მოსახლეობის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის კუთვნილება.გადაწყვეტილებაც უნდა მიიღებოდეს საქმის ობიექტური ანალიზით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაწერილი იყო საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტში.ამ თანხების მიზნობრიობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს-პროგრამა შედგა ხარისხიანად-49რეალური შეხვედრა,4000 მონაწილე,პრიორიტეტების განსაზღვრა-მთლიანობაში ესაა უმთავრესი.
პროგრამის გაუქმებას ბევრად მეტი არგუმენტი სჭირდებოდა,ვიდრე პროგრამის გაგრძელებას!
შემდგარი,ხარისხიანი პროგრამა აგზავნილია საკრებულოში მოსაწონებლად მცირედი დაგვიანებით.ეს ტექნიკური ხარვეზია და არ უნდა იწვევდეს შემდგარი პროგრამის შეწყვეტას.საკითხი გადაწყვეტისათვის გადადის მერის და მთავრობის კომუნიკაციის ველზე.უმეტეს შემთხვევებში, ეს ხდება ოპერატიულად და უაჟიოტაჟოდ,წერილობით..მერიამ მიმართა წერილით მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მუშა პროცესში,
გადაწყვეტილების მიღებამდე,საკითხის პოლიტიზირება უსაფუძვლოა.(აი,უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ,უკვე ერთვება პოლიტიკა)
.უკვე მიღებულია წერილი მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან: საკითხი გადაწყდა დადებითად
იმუშავა კონსტიტუციამ და კანონმა.

შედგა სწორი თამნამშრომლობა.ზოგადად,კონსტიტუციური თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებას და ოპოზიციურ თვითმმართველობას შორის,( სხვა შემხვედრ საკითხებშიც), მერიის ინიციატივების მხარდაჭერა,მუნიციპალიტეტს ძალიან სწრაფად წაიწევს წინ,იმდენად ცხადად გვაქვს დასახული განვითარების გეგმა.
პროგრამის განხორციელებისთვის წინასწარვე გაწერილი იყო საჯარო მოხელეებზე კონკრეტული მოვალეობები და ვალდებულებები.გადაცდომის გამო მიმდინარეობს მოკვლევა მიზეზებსა და პერსონალურ პასუხისმგებლობაზე.
მერიამ იმოქმედა სწორად ყველა მიმართულებით,გააკეთა ყველაფერი როგორც მთავრობასთან კომუნიკაციით,ასევე მერიის შიდა ორგანიზების მხრივ.” – განაცხადა ხარჩილავამ.