ხაჭაპურიძე: მეორე დღესვე გავასაჩივრებთ

საქართველოს სასამართლომ კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა ტესტი, ფაქტობრივად სასამართლო სისტემა არ გაგვაჩნია. გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო უკანონო, დასაბუთებას მივიღებთ და უფრო დეტალებში გავეცნობით. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ მძიმე რჩება, დრო არ ითმენს, ამიტომ, გადაწყვეტილებას ავიღებთ თუ არა, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე იქნება გასაჩივრებული”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მისი განცხადებით, გასაჩივრების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რაზეც ადვოკატები ერთად იმსჯელებენ.