საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი საწოლიდან ვეღარ დგება.
აღნიშნულის შესახებ ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ახლა დრომ ათვლა სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო.
„გუშინ ვნახე, ვეღარ დგება, ვეღარ გადაადგილდება, მწოლიარე მდგომარეობაშია, ძალიან ცუდადაა. საზოგადოებას ხშრად ესმის – ცუდადაა, ცუდადააო, მეორე მხარე განცხადებებს აკეთებს, რომ ეს ტყუილია, თუმცა, გავრცელებულმა კადრებმა თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას, რა მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ 14 დეკემბრამდე გვაქვს მისი იქ ცხოვრების ვიდეომასალა გამოთხოვილი, ამასაც მისი თანხმობით გავასაჯაროებთ და როცა აპელაციაში დაიწყება საქმის მასალების განხილვა, შემდეგ კადრებსაც მოვითხოვთ. იმაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ახლა საზოგადოება უყურებს.