როგორც მოგეხსენებათ, ხერსონის ოლქი არის ტერიტორია, რომლის გამო უდიდესი სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობის ყოველდღიურად. ეს რეგიონი უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია და წარმატებულ კონტრ-შეტევებსაც ახორციელებენ ოკუპანტების წინააღმდეგ.
ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწე სერგეი ხლანი პროგნოზირებს, რომ სექტემბრისთვის ხერსონის რეგიონს დაიბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის ოლქი აუცილებლად გათავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩავარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ“ – ამბობს უკრაინელი გენერალი.