ხერსონის ოლქში სიტუაცია რადიკალურად მძიმდება

სამხედრო-საინფორმაციო ცენტრმა “World Military” გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლში მიმდინარე სამხედრო პროცესებთან დაკავშირებით.

მოკლედ, ყირიმიდან დაწყებული შეტევის მეორე ოპერატიული მიმართულება. კერძოდ, რუსეთის 58-ე არმიის, სადესანტო ჯარების და GRU- ს ტაქტიკურმა ჯგუფებმა სრულად დაიკავეს ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილო (მდ.დნეპრის აღმოსავლეთი), და დაიწყეს ქალაქ ხერსონზე განსახორციელებელი სამხრივი შეტევისათვის მზადება. დილიდან ნოვო კახოვაში შეინიშნება რუსული მძიმე საარტილერიო სისმეტებისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება, პარალელურად ხერსონში დნეპრის დასავლეთში თავდაცვით პოზიციებზე განთავსებული უკრაინული ნაწილების დამუშავება დაიწყო რუსულმა ავიაციამ , სამწუხაროდ არის მსხვერპლი. წუხელ პირველი მცდელობა დნეპრის გადალახვის და ხერსონში შესვლის რუსებს ჩაუარდათ. უკრაინელებმა დნეპრზე გამავალი ხერსონის შემოვლითი ხიდი ააფეთქეს, თუმცა რჩება კიდევ 2 ხიდი, სადაც დილით ავიადარტყმებით განადგურდა უკრაინული ტანკები.

რუსული მობილიზების პარალელურად, ხერსონში ძლიერდება უკრაინული ნაწილები და ემზადებიან რუსების დასახვედრად.