ასეთია HIMARS-ებით ხერსონის ხიდის დაბომბვის შედეგი.
მზადება სამხრეთის ფრონტზე უკრაინული კონტრშეტევის დასაწყებად გადამწყვეტ ფაზაში შედის.
დიდწილად ამ ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსული სამხედრო დაჯგუფება. ახლა მომარაგების ეს გზები იკეტება და ამ გზების სრულად დაკეტვის შემდეგ დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა.
ამ ხიდს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ლოჯისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რუსებისთვის და მანდ დარტყმა უკრაინელებს დიდ წინსვლას მოუტანს.