ხუხაშვილი: ბიძინას მთავარი მტერი ამპარტავნებაა

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა უნიჭო გარემოცვამ შეუქმნა და რომელიც მან დაიჯერა.

ახლა ეს ურჩხულად ქცეული რწმენა მას და მასთან ერთად ქვეყანასაც მიაქანებს უფსკრულისკენ.

ჯერ კიდევ არის მოვლენების დრამატულად განვითარების თავიდან აცილების შანსი.

ამისათვის, ის უნდა მოერიოს საკუთარ ამპარტავნებას და დაელაპარაკოს არა ძალაუფლების დაკარგვით დამფრთხალ, ამდენად, აგრესიულ და მისთვის ხელის შეხოცვისთვის მზადყოფნაში მყოფ გარემოცვას, რომელსაც ის დღეს ყველაზე მეტად სძულს, არამედ იმ ხალხს, ვინც რეალურად იცის, როგორ, რა გზით გამოიყვანოს ეს ქვეყანა კრიზისიდან, მასაც ჩაკიდებს ხელს და სამშვიდობოს გაიყვანს”. – წერს, პოლიტილოგი გია ხუხაშვილი.