ხუხაშვილი: ბიძინა მაინც გადაგვაგდებს

ექსპერტმა – გია ხუხაშვილმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

“ხელისუფლება საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე ხალხის მხრიდან.
სინამდვილეში, ამ ვითარებაში, ხალხი უნდა საუბრობდეს გადატრიალებაზე ხელისუფლების მხრიდან, რადგან მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის საბოტირებით და შესაბამისად ხალხს არა თუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია აღკვეთოს უკანონობა, აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, ხელისუფლების კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნების იძულების, ან მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორების გზით.
ამ გზაზე ხალხი არ უნდა ესაუბრებოდეს ღარიბაშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს. არ უნდა ითხოვდეს მათ გადადგომას, რადგან ამ ქვეყანაში, მისი გრძელვადიანი ინტერესების თვალსაზრისით, არ არსებობს პარლამენტი, მთავრობა, მმართველი პარტია.
არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი.
შესაბამისად, ისინი რასაც არ უნდა დაგპირდნენ, ბიძინა მაინც გადაგადებთ, თუ ჩრდილში დარჩა.
ამიტომ ყველა პრეტენზია, მოთხოვნა უნდა იყოს მიმართული მის მიმართ, უნდა ვაიძულოთ გამოვიდეს კულისებიდან, აიღოს პასუხისმგებლობა, პირადად ესაუბროს ხალხს კაპიტულაციის პირობებზე და პროცედურაზე, რადგან ხალხის დამარცხება შეუძლებელია.” – აცხადებს, ხუხაშვილი