ხუხაშვილი: გზავნილების უმეტესობა რუსეთიდანაა

პოლიტილოგმა და ექსპერტმა – გია ხუხაშვილმა, საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებზე ისაუბრა და სტატისტიკით გვაჩვენა, თუ რომელი სახელმწიფოდან იგზავნება ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა საქართველოში.

“მაისში ფულადმა გზავნილებმა 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ხომ კარგია?

ახლა ვნახოთ რომელი ქვეყნებიდან გვაქვს განსაკუთრებული ზრდა:

პირველ რიგში რუსეთი -313,9 მილიონი (888,71%)
ყაზახეთი
ყირგიზეთი
უზბეკეთი
ტაჯიკეთი
ბელორუსია

საინფორმაციო-პროპაგანდისტული ექსპანსია, ეკონომიკური ინტერვენცია, პოლიტიკური ოკუპაცია…საბჭოთა კავშირი.

აი, რატომ ექცევიან დასავლეთს ასე თავხედურად და არ უერთდებიან სანქციებს.

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი”- ვკითხულობთ განცხადებაში.