ხუხაშვილი: ეს არის დემოკრატია!

ექსპერტმა – გია ხუხაშვილმა, გუშინ გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა.

“ასე მუშაობს პირდაპირი დემოკრატია.

როცა არჩეული, დაქირავებული ხელისუფლება არ და/ან ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, ბოროტად იყენებს მინიჭებულ მანდატს, მსახურების ნაცვლად პრეტენზია აქვს ბატონობაზე, ხალხს აქვს არა თუ უფლება, არამედ ვალდებულება, აიძულოს ის დაუბრუნდეს მანდატის ფარგლებს.

თუ ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს, მაშინ ართმევს მინიჭებულ უფლებამოსილებას და გადასცემს მას, ვინც კეთილსინდისიერად იმსახურებს.

ამას მავანი, სახელმწიფო გადატრიალებას ეძახის.

სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალება ზუსტადაც ხელისუფლების მანდატის ფარგლებიდან გასვლაა, ხოლო მისი იძულება, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.”- ნათქვამია მის განცხადებაში.