ხუხაშვილი: “ოცნებას” ორი გზა აქვს

პოლიტოლოგი და ექსპერტი – გია ხუხაშვილი, საკუთარი ”ფეისბუკის” საშუალებით ეხმაურება ევროპარლამენტარების უზომოდ კრიტიკულ რეზოლუციას.

“ორი გზა აქვს:

  1. დათანხმდეს ცივილიზებულ თამაშის წესებს და შესაბამისად ამ გზისთვის სრულიად შეუსაბამო ორი ირაკლის ტანდემი (განტევების ვაცები) უნდა ჩარეცხოს.
  2. უნდა გამოაცხადოს, რომ ევროპა მეორე ფრონტის გახსნას მიყენებდა პირობად, მე კი მშვიდობა მინდა ხალხნო თქვენთვის, ამისთვის ვისჯებიო და მთლიანად დაჯდეს ალტ-ინფოს ტალღაზე.

შექმნილია მოცემულობა, როდესაც ფსევდო-დამცველების რიტორიკა, რომელთაც სინამდვილეში თავისი თავი და გამორჩენა ანაღვლებთ და არა ბიძინა, მას კიდევ უფრო სერიოზულად აზიანებს.

ახლა იმის მტკიცებას, რომ “პოლიტიკიდან წავიდა”, აზრი არა აქვს.

როგორც არ უნდა იყოს სინამდვილეში, ისტორიამ მას დააკისრა პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის აწმყოზე და მომავალი განვითარების დილემაზე.

ახლა დროა იმოქმედოს, რადგან უმოქმედობა და დამალვა იქნება გამოუსწორებელი დანაშაული, რასაც ისტორია არ აპატიებს…არც თვითონ იქნება დაცული…