ხუხაშვილი: პასუხისმგებლობის დადგომა გარდაუვალია

“ცეცხლითა და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მშვიდობას”.

ეს მუქარა იყო ნათქვამი ზუსტად იმ ქვეყნის და ხალხის მიმართ, რომლის არჩევანის რეალიზაციაც ამის მთქმელმა ჩააფლავა და რომელიც ახლა ამას აპროტესტებს.

შესაბამისად, ამ გზავნილში სიტყვები “ქვეყანა” და “ხალხი” არა თუ უადგილოა, არამედ პარადოქსალურ სახეს ატარებს და ამიტომ ისინი უნდა ჩანაცვლდეს სიტყვებით “სისტემას” და “საკუთარ ძალაუფლებას”

ასეთი მუქარა დამახასიათებელია მხოლოდ კედელთან მიყენებული, შეშინებული, აფექტური და შესაბამისად განსაკუთრებით საშიში დიქტატორების, მათი “ავატარების”, ან პაროდიებისთვის.

ამას ვწერ საჯარო მოხელეების და უპირველეს ყოვლისა ძალოვანი სისტემისთვის.

მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს და არა კონკრეტულ ხელისუფალს.

მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს დანაშაულებრივი ბრძანებები, რომლის შესრულებაზეც ადრე თუ გვიან პასუხისმგებლობის დადგომა გარდაუვალია.