ექსპერტმა-გია ხუხაშვილმა განცხადება გაავრცელა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე:
როგორია რუსეთის ტაქტიკა და რას ისახავს მიზნად?
ჩემი აზრით, მათი ამოცანა არ არის მთელი უკრაინის ოკუპაცია. მათ ესმით, რომ სადაც შეხვდებიან სერიოზულ სამოქალაქო (და არა სამხედრო) წინააღმდეგობას, იქ კონტროლს ვერ დაამყარებენ. ამიტომ ახლა მიმდინარეობს ე.წ. равведка боем. სადაც შეძლებენ ადგილობრივი ხელისუფლებების გადაბირებას, ან ახლის ფორმირებას, იქ შევლენ.
მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახმელეთო გზის გაჭრა ყირიმთან და დნესტრისპირეთთან. შესაბამისად, ყველაზე მაღალი რისკის ზონაა ნიკოლაევი, ხერსონი, ხარკოვი, ოდესა, დნეპროპეტროვსკი.
თუ მოახერხეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განადგურება, გრძელვადიან პერიოდში უკვე უკრაინის ხელისუგლებაში მოიყვანენ რომელიმე ოლიგარქს.