ჯონსონი:უკრაინას დახმარებას გავუზრდით

ბორის ჯონსონი არის ერთ-ერთი იმ მებრძოლი თანამდებობის პირებთაგანი, ვინც უკრაინას ყველანაირი რესურსით ეხმარება და ამ დახმარების პაკეტებს აგრძელებს.

ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 10 თსდ-ს და კამიკაძე დრონებს გადასცემს. შეიარაღების ტიპები არ სახელდება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის 10 ერთეულ აქტიურ შეიარაღებაში მყოფ AS90-ის ტიპის 155მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარს ან ივნისის დასაწყისში, ბელგიისგან შეძენილ კონსერვაციაზე მყოფ M109-ს ტიპის თსდ-ს, რომელთა შეძენა, შემდგომი მოდერნიზაციის პირობით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის გადასაცემად განახორციელა.