ჯონსონი: ბრიტანეთი უკრაინას კიდევ დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს განაღმვასა და მარცვლეულის ექსპორტში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი მზად არის უზრუნველყოს სუვერენული გარანტიები გემების დაზღვევაზე, რომლებიც მარცვლეულს უკრაინის პორტებიდან გაიტანენ.

“არ მსურს ტექნიკურ და სამხედრო დეტალებზე საუბარი , მაგრამ თქვენ დაინახეთ უკვე, რა გავაკეთეთ უკვე უკრაინელების დასაცავად იარაღის მიწოდებით. ჩვენ მათთან ტექნიკურ დონეზე ვისაუბრებთ, რათა დავეხმაროთ ოდესის განაღმვაში,” განაცხადა ჯონსონმა Reuters-თან ინტერვიუში.