ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება

გუშინ გვიან ღამით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინის საკითხზე ისაუბრა:

ბაიდენის ახალი მიმართვის ძირითადი მესიჯები:

  • დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება და ეს შეიძლება მოხდეს მომავალი დღეების განმავლობაში;
  • შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს;
  • რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს უკრაინა აპირებდეს შეტევას და თითქოს გენოციდს აწყობდეს;
  • სამიზნეში ამოღებული იქნება დედაქალაქი კიევიც;
  • უკრაინას ვაწვდით იარაღს და ვეხმარებით ეკონომიკურად;
  • ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს შანსი დიპლომატიისთვის;
  • ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას (ომის თუ დიპლომატიის) აირჩევს იგი.

ჯო ბაიდენი – აშშ, ბრიტანეთი და პოლონეთი მზად არიან ყველა მიმდინარეობისთვის და ყველა რესურსს გამოიყენებენ რუსების წინააღმდეგ, ნათქვამია საერთო განცხადებაში.