ჰიტლერი და პუტინი

პუტინის რეჟიმის დროიდან მოყოლება დიდი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს მის ტირანულ მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით, რაც შედარებითაც ადოლფ ჰიტლერის მმართველობას დარდებოდა.

ლუგანსკის და დონბასის “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” გამოცხადა და მანამდე აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტები კიდევ უფრო ნათელ სურათს გვაძლევს პუტინის გეოპოლიტიკური კურსისა და ბევრ მსგავსებას გვიხატავს ჰიტლერთან მიმართებაში. პირველი რაც შეიძლება გაგვახსენდეს არის სუდეტის ოლქი.თავდაპირველად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ძირითადად ეთნიკური გერმანელებით დასახლებული სუდეტი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წლის ოქტომბერში გახდა, როდესაც პარიზის მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელმა ალან დალესმა (რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი – 1953-61 წლებში) მყარად დაიცვა ჩეხური მიწების ერთიანობა ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში. იმავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მიერ ჩეხოსლოვაკიაში ვითარების ადგილზე გასაცნობად წარგზავნილი არჩიბალდ კულიჯი შესაძლებლად მიიჩნევდა, რომ ბოჰემიის ზოგიერთი გერმანულენოვანი ნაწილი გერმანიას და ავსტრიას გადასცემოდა.

სუდეტში ბევრი ეთნიკურად გერმანელი ცხოვრება, ხოლო ზემოთხსენებულ ორ უკრაინულ ქალაქში ბევრი რუსია,ეს იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად. იმჟამად, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა გაიგეს სუდეტის ოლქის ამბები, ჰიტლერს წინააღმდეგობა არ გაუწიეს და წაიყრუეს, რაც როგორი შედეგით დასრულდა კი გახსოვთ. მეტსაც გეტყვით,ლონდონში დაბრუნებულმა ჩემბერლენმა „მშვიდობიანი“ გეგმა საკუთარი მთავრობის წევრებს გააცნო. გეგმა მოიწონეს. ჩემბერლენს არც საფრანგეთის ხელისუფლების დასაყოლიებლად დასჭირვებია დიდი დრო.

1938 წლის 30 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის – ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის – ლიდერებმა (ჩეხოსლოვაკიის მონაწილეობის გარეშე) გააფორმეს მიუნხენის შეთანხმება, რომლის ძალითაც სუდეტის ოლქი გერმანიას გადაეცა.1939 წელს კი იმან, რაც ჩეხოსლოვაკიისგან დარჩა, ფორმალურადაც შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა – ქვეყანაში მესამე რეიხის პროტექტორატი გამოცხადდა.

ეს გახლდათ ნათელი მაგალითი ევროპის დიდი შეცდომისა და ტირანის წინაშე ანგარიშის გაწევისა. ცხადია ეს გაკვეთილია და ყველას ახსოვს ისტორია და ისიც იციან, რომ ის მეორდება.ვლადიმერ პუტინს სურს მსგავსად დაიკავოს უკრაინის კუთვნილი ტერიტორიები და ამ სურვილით ბევრს ჰიტლერი გაახსენა. და ჰგვანან ერთმანეთს? ბევრი საერთო აქვთ და ორივე ისტორიაში შევა,მაგრამ ცუდ კუთხეში იდგებიან ისტორიული პერიოდებისა.