101 წელი საბჭოთა ოკუპაციის დღიდან

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს – სამხედრო სასწავლებლების 20-21 წლის სტუდენტები, იუნკრები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის წითელი არმიისაგან.
1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი, გიორგი ანდრონიკაშვილი, გიორგი ზედგინიძე, გიორგი იაშვილი, ვახტანგ ისკანდერაშვილი, ივანე კერესელიძე, რევაზ ფავლენიშვილი, ივანე ჯამასპიშვილი, გრიგოლ კიკიანი, პალიკო ბეშქენაძე, ნიკოლოზ ზანდუკელი, ნიკოლოზ სტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, გენო ქარუმაძე, ვანო მუჯირიშვილი, სანდრო მუჯირიშვილი, ჯიშკარიანი, ირაკლი თოიძე, ბესარიონ კემულარია, არჯევან ანანიაშვილი, გაბრიელ გეხტმანი, მიხეილ იოსელიანი, გერონტი არჩვაძე, მარო მაყაშვილი.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.