20 ივნისს, 20:00 საათზე გამართულ აქციაზე, დაახლოებით 100 000 მდე მომიტინგე შეიკრიბა, რათა ევროპისთვის ეჩვენებინა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის პროდასავლური და ხალხი არ შეეგუება რუსეთისკენ სვლას.
აქციის მონაწილეებს ასევე მიმართეს ევროპარლამენტარებმა : კუბილიუსმა, გრეგოროვამ, პავილიონისმა და ა.შ.
აქციის ორგანიზატორებმა შემდეგი აქცია დაგეგმეს 24 ივნისს, როდესაც ოფიციალურად იქნება ცნობილი ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.