24 ივნისის აქციას – 80 000 მდე მომიტინგე დაესწრო

გუშინ, 24 ივნისს, 20 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართა – “წინ ევროპისკენ” , სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ ევროპა და ევროპული მომავალი.

უხეში დათვლებით, ამ აქციას 80 ათასამდე მონაწილე დაესწრო. ცხადია, ამ ციფრის ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე კვადრატული სივრცის დათვლებით დაახლოებით ამ რაოდენობის მონაწილეზე გვაქვს საუბარი.