36 200 რუსი სამხედრო გარდაიცვალა

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 36 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან 200 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1589 ტანკი, 3754 ჯავშანმანქანა, 804 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 658 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 144 – ფრთოსანო რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2629 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 65 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.