ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა რუსი პროპაგანდისტები, თინა კანდელაკი და გალინა დანილჩენკო, ასევე, რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი სერდიუკოვი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დღესვე სანქციები დაუწესა ასობით რუსულ კომპანიას და რუსეთის 57 მოქალაქეს დაუწესა სანქციები.