” Emerging-Europe” საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო

გამოცემა Emerging-europe “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „საქართველო, ერთ დროს დემოკრატიის შუქურა, ახლა ქრება“.

ავტორი წერს, რომ ამჟამინდელი მთავრობის პირობებში ბუნებრივი მოვლენაა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატის გარეშე დარჩენა. მამულაშვილი წერს,რომ  “ქართული ოცნება” დასავლეთის კრიტიკას პარტნიონების ლანძღვით პასუხობს და ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟმს ამყარებს.  

„მათ გადაწყვიტეს, დაადანაშაულონ აშშ და ევროკავშირი იმ ზარალში, რომელიც თავად მიაყენეს საქართველოს. უკეთესი ქმედება იქნებოდა, პრემიერმინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც ბოდიში მოეხადათ თავიანთი შეცდომების გამო: შეცდომებისა, რომლებმაც შეაფერხა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – წერს მამულაშვილი.