Le Soir: სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება

“თითქმის 10 თვიანი პატიმრობა | სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება” | ბელგიური ჟურნალი Le Soir მესამე პრეზიდენტის შესახებ, სტატიას აქვეყნებს

“არასათანადო მოპყრობისა და სხვადასხვა სახის შიმშილობის გამო დასუსტებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვეღარ იღებს საკვებს და ვერ ახერხებს სიარულს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება თბილისის საავადმყოფოს დაცულ ნაწილში. მისი ახლობლების თქმით, პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობისა და რამდენიმე შიმშილობის გამო დასუსტებული სხეული და სული დღითიდღე ჭკნება. მან, რომელსაც დაუსწრებლად მიუსაჯეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის“, ბოლო მოუღო თავის დევნილობაში ცხოვრებას უკრაინაში, და საქართველოში დაბრუნდა 2021 წლის 1 ოქტომბერს, რათა კიდევ ერთი წვლილი შეეტანა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ბედში. ის მაშინვე დააპატიმრეს. დღეს ის არის ყველაზე მივიწყებული პოლიტიკური პატიმარი დასავლეთში, რომელიც მიატოვა ან უღალატა მისმა ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ. კავკასიის ამ მეამბოხე ბავშვის, დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ყველაზე საშინელი მტრის, აქამდე წარმოუდგენელი ბედი, რომელმაც 2004 წლის ვარდების რევოლუციით და გაბედული რეფორმებით მოახერხა საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დასავლური იმიჯის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნა.
რეფორმის იმპულსი 2008 წელს მცირე ხნით შეწყდა რუსეთთან ელვისებური ომით -კონფლიქტი, რომელიც იმდროინდელი ქართველი ლიდერების აზრით, სხვა არაფერი იყო, თუ არა მათი დასჯის საშუალება დიდ ევროპულ ოჯახში, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო. უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე წელია იცნობს, აგრძელებს დასავლური საზოგადოების გაფრთხილებას მის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების შესახებ და აქვე გვიზიარებს თავის შეშფოთებას. როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მაისში, მისი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის ციხიდან ახლობლებს უკვე გამოსამშვიდობებელ წერილებს უგზავნიდა. მას შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. გადატანილი შიმშილობისა და წამების შემდეგ მას სერიოზული მეტაბოლური და ნევროლოგიური პრობლემები განუვითარდა. მას არ შეუძლია სიარული ან კვება. შესაბამისად, ის იძულებულია მიიღოს მედიკამენტები, რომლებიც მას ზომბად აქცევს. სიტუაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დაპატიმრებული დისიდენტების მიმართ მოპყრობას მოგაგონებთ. რატომ ასეთი დაუნდობლობა? ის წარმოადგენს სიმბოლოს და პოლიტიკურ მტერს, რომელიც უნდა დამარცხდეს. მათ სურთ მისი მოკვლა პოლიტიკურად მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განადგურებით.

სხვაგვარად ვერ ავხსნი მის მიერ გადატანილ ძალადობას, დედისა და შვილების შეურაცხყოფას, როცა მის მონახულებას ცდილობდნენ და ხელისუფლების კატეგორიულ უარს მის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანაზე, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენდა. გასულ თვეში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა თბილისის ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. რატომ ჰყავს საქართველოს, რომელიც ასე ისწრაფვის თავისუფლების დასავლური ფასეულობებისკენ, ციხეში კაცი, რომელიც ასე ძლიერად იბრძოდა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპის ნაწილი გამხდარიყო სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კრემლის გავლენის ქვეშ იმყოფება… უბრალოდ ნახეთ, როგორ ცდილობენ თბილისის ლიდერები არ დაგმონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, ჩვენ ორი ძმური ქვეყანა ვართ. უფრო მეტიც, ამ დაკავებას დღევანდელი ხელისუფლება იყენებს ყურადღების გადასატანად რეალური პრობლემებისგან, რომლებიც ქვეყნის პარალიზებას ახდენენ: კორუფციის სენი, ეკონომიკური კრიზისი და საზოგადოების მზარდი პოლარიზაცია” | აღნიშნულია სტატიაშია