“პროტესტის შემდეგ საქართველოს მმართველი პარტია უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევას გეგმავს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას “The New York Times”.
ავტორი თხობას იწყებს იმით, რომ მომიტინგეების მხრიდან ზეწოლის ფონზე, საქართველოს მმართველმა პარტიამ განაცხადა, კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზედიზედ ორი ღამე თბილისში, ფართომასშტიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. აღნიშნულია ისიც, რომ სპეცრაზმმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სტატიაში განმარტებულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა რომელიც პირველი მოსმენით დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობამ, მოითხოვს ქართული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ დაფინანსების მნიშვნელოვან რაოდენობას საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის აგენტებად. მათ სოლიდური ჯარიმა დაეკისრებათ, თუ ისინი არ დაემორჩილებიან.