აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, უკრაინაში ამერიკული წარმოების რაკეტები და სხვა იარაღი გაგზავნონ, – ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალება მისცემს უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადასცეს, ლიეტუვას კი “სტინგერის” სარაკეტო სისტემების გაგზავნის უფლება მიენიჭება.
მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას დაჰპირდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შედეგები მოჰყვება