თბილისის მეტრო: ბრიუსელი-მოსკოვი

2 დეკემბერი: „დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება და ვაგონების შესყიდვა. ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები – ზარზეიმით განაცხადა თბილისის მერმა.

25 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიისთვის, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები ნიშნავს, რუსული ”მეტროვაგონმაში”ს მიერ წარმოებულ 44 ვაგონს.

30 დეკემბერი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე რუსულმა კომპანიამ “მეტროვაგონმაში“ გაიმარჯვა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გეგმავს 44 ახალი ვაგონის შეძენას თბილისის მუნიციპალური მომსახურებისთვის სტანდარტული შესყიდვით. პრეტენდენტთა ფასების დოკუმენტაციისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნული მანქანების შესყიდვაში გამარჯვებულად გამოვლინდა სს „მეტროვაგონმაში“. 44 ახალი ვაგონის შესყიდვის ფასი 49,19 მილიონი ევრო იქნება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს EBRD-მა 49,19 მილიონი ევრო (172 მილიონი ლარი) სესხის სახით გადასცა, რომელიც შემდგომ წლებში, საქართველოსავე მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს საკუთარი ჯიბიდან. ხოლო ეს ფული კი წავა პირდაპირ რუსულ სახელმწიფო კომპანიაში (4 მილიარდ 154 მილიონი რუბლი) რომელიც მოხმარდება ოკუპანტ სახელმწიფოს და დაასაქმებს მათ მუშახელს ან სულაც უყიდის ახალ ”ჩექმას” ოკუპანტ ჯარისკაცებს.

მიმდინარე წელს დეფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 13 მილიარდ 440 მილიონი რუსული რუბლია, აქედან 3 მილიარდ 949 მილიონ რუბლს რუსეთიდან მიიღებს.

ანალიზით ჩანს, რომ მხოლოდ ერთი ტენდერით, სქართველოს მოსახლეობა აფინანსებს საკუთარი ქვეყნის, ულამაზესი კუთხის აფხაზეთის ოკუპაციას.