ბათუმში საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა,  გაუმჯობესდეს მათი შრომის პირობები. 

ამ დროისთვის ტერმინალში სამუშაო პროცესი შეწყვეტილია. 

ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირებში ამბობენ, რომ დასაქმებულები უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების ზრდას მოითხოვენ.