აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ.
აქციის მიზეზი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩევლად დანიშნული, ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძეა, რომელიც, კორუფციაშია მხილებული.
მიშა ბოლაქვაძის ინფორმაციით, ჯუმბერ ვარდმანიძის მიმართ აუდიტის დასკვნის მიხედვით 68 საქმეზე არის დარღვევა გამოვლენილი. მისი თქმით, აქციის მონაწილეები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.