საქართველოს ოკუპაციის გაგრძელება, რუსეთმა ორმაგ მოქალქეობას რატიფიცირება გაუკეთა

რუსეთმა, თვითაღიარებულ ოკუპირებულ სამხრეთ-ოსეთთან, ორმაგ მოქალაქეობაზე კანონს რატიფიცირება გაუკეთა.

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცედურა არ გაჭიანურებულა, განაცხადა თვითაღირებული სამ.ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და პასპორტს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ რუსული პასპორტი და ვისაც სურთ რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

„შეთანხმების ხელმოწერა მოხდა იმ დროს, როდესაც დასავლეთმა რუსეთს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან დაბრუნება მოსთხოვა. მე ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინმა, ხელშეკრულების ხელმოწერის ბრძანებით, წერტილი დასვა და ცხადყო, რომ რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიცვლება და მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა წინსვლის“, – გაიხსენა ბიბლოვმა. მისივე თქმით, შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, ველოდებით ასეთი პროცედურის ჩატარებას რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში, ფედერაციის საბჭოში. როგორც კი შენიშვნებს გავცვლით, მაშინვე გამოვყოფთ ტექნიკურ პუნქტებს, ვფიქრობ, იანვარში ზუსტად გახდება ცნობილი, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად“, – განმარტა ბიბილოვმა.