რას გეგმავს ცხინვალი-ოკუპაციის ახალი ფაზა

31 დეკემბერს, სამხრეთ-ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოსურენოვან მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა საოკუპაციო საზღვრის თემაზეც, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან და ყურადსაღებ მომენტზე გავამახვილეთ ყურადღება და ვეცადეთ გაგვერკვია, რას გეგმავს ცხინვალი? არის თუ არა ბიბილოვის განცხადება ოკუპაციის ახალი ფაზის დასაწყისი?/ გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

“ქართველები ამბობენ, 1922 წლის დეკრეტის მხედვით უნდა იყოს საზღვრებიო. კარგი, მოვხაზოთ და მოხაზულიც არის ეგ საზღვარი. რას ვიღებთ? ჭრება (ცხინვალის სამხრეთ) მხარეს, გუჯაბაურის ზონა ეკუთვნის საქართველოს, არცევი ეკუთვნის საქართველლოს, ორჭოსნის ქვემოთ, რაც კი მიწებია დღეს, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, ეგენიც საქართველოს ეკუთვნის. წნელისის იქით არის სოფელი ჩორჩანა ის კი ჩვენ გვეკუთვნის. კითხვა ისმის შემდეგი: თანახმა ხართ, რომ არცევი, გოიანთუბანთან ერთად თავისი ხალხით, ორჭოსანი თავისი მიწებით, წინაგარამდე მისული ეს 1992 წლის საზღვარი და გუჯაბაური მივცეთ, სანაცვლოდ ჩორჩანა მივიღოთ? მე როგორც პრეზიდენტი და ოსი კაცი არ ვარ თანამხა”

განაცხადა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

რუქაზე, წითლად მონიშნულია ადგილები, რომლებსაც ქართული მხარე, ჩორჩანას სანაცვლოდ ითხოვს. შავად მონიშნულია ის ადგილები, საიდანაც ბოლო ორ კვირაში მოხდა, ქართულენოვანი მოსახლეობის გატაცება, საოკუპაციო ძალების მიერ.

  • ვინ ქართველები ამბობენ?
  • რატომ არის 1922 წლის დეკრეტზე საუბარი?
  • რას ემსახურება ადამიანების გატაცება?
  • რომელ დეკრეტზე საუბრობს დეფაქტო პრეზიდენტი?
  • თუ საოკუპაციო რეჟმი თვლის, ორჭოსნის ქვემოთ მიწები,, ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებში შედის, რატომ არის ოკუპაციის საზღვარი ცენტრალური საზღვრიდან 150 მეტრში?

მოდით თანმიმდევრულად გავცეთ პასუხები.

ვინ ქართველები ამბობენ?

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ: აშშ-ს ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს წარმომადგები. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან, ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე სხვა ფორმატი უცნობია.

რატომ არის 1922 წლის დეკრეტზე საუბარი?

აღნიშნულ თემაზე და ბიბილოვის განცხადებაზე ხელისუფლებიდან ამ დრომდე განმარტება არავის გაუკეთებია.

რას ემსახურება ადამიანების გატაცება?

პასუხი მარტივია. თუ დავაკვირდებით ზემოთ მცემულ რუქას, გატაცების ადგილები და ბიბილოვის მიერ ხსენებული სოფლები, ერთი ერთში იდენტურია და ეს გატაცებებიც, შიშის ზონის შექმნას ემსახურება, რათა განხორციელდეს ნაკლები პატრულირება და მიაჩვიონ საზოგადოება, რომ ეს არის მათმიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

რომელ დეკრეტზე საუბრობს დეფაქტო პრეზიდენტი?

ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ 1921 წლის 31 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთს მიენიჭა ავტონომიური ოლქის უფლებები, ხოლო საქართველოს რევკომს მოეთხოვა სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელ კომიტეტთან ერთად, ავტონომიის საზღვრების განსაზღვრა. საბოლოოდ იურიდიულად ტერმინები „სამხრეთ ოსეთი“ და „ჩრდილოეთ ოსეთი“ 1922-24 წლებში დაკანონდა, როგორც „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”.

თუ საოკუპაციო რეჟმი თვლის, ორჭოსანის ქვემოთ მიწები,, ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებში შედის, რატომ არის ოკუპაციის საზღვარი ცენტრალური მაგისტრალიდან150 მეტრში?

სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლება, არ ან ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ პატრულირებას აღნიშნულ ტერიტორიებზე. რის შედეგადაც, ყოველდღიურად ხდება საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა, ქართულენოვანი მოსახლეობის გატაცება და ახალი ტერიტორიების მიტაცება ოკუპანტების მიერ.