ავტოავარია ზესტაფონის გზაზე… ტრაგედიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონი–ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან დღეს, დილით მოხდა.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.