აზერბაიჯანი უკრაინის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს საწვავს უფასოდ მიაწვდის

SOCAR-მა BBC-ს დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უკრაინის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს კონფლიქტის განმავლობაში საწვავს უფასოდ მიაწვდის. ამასთან, ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას მიეწოდება მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა.