ამ თემას აუპატიურებდით წლების განმავლობაში-ქეთევან ენუქიძე

ძალიან უცნაური ამბები ხდება…ვზივარ ჩუმად და გიყურებთ… გავიგეთ, რომ რაღაც პლასტმასის ლეველის ანტიკორუფციული გაკეთდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რას იზამთ?მიზანი რა არის?ვის წინააღმდეგ მოქმედებთ კონკრეტულად და ვისი აღზევებისთვის?თქვენს უანგარობას იოტისოდენად არ ვენდობი…და სანამ ცოცხალი ვარ, როგორ აპირებთ მანიპულაციებით მოქმედებას?ანტიკორუფციული კი არა, თუ გნებავთ, თავისუფალ სიფილიტიკთა ორდენი დააარსეთ…მერე?პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას მართლა ჭამს კორუფცია, ოღონდ ეს ყველას ფეხებზე გკიდიათ…ამ თემას ისე აუპატიურებდით წლების განმავლობაში, რომ საბოლოოდ რეალურად დაჩაგრული და გაუბედურებული ადამიანი მაინც მარტო რჩებოდა სისტემის წინაშე…ეხლა ხელთათმანებად იცვამთ ამ უბედურ კორუფციას…და ეს ნიშნავს, რომ ხვალ კაციშვილი ვერ შეძლებს სიმართლის მიღწევას, ხმის ამოღებას. გადახედეთ თქვენს რეპუტაციას (არა იმ 5-6%-ში, რომელსაც ეგულთბილებით) და მიხვდებით საკუთარი ტოქსიკურობის ხარისხს! არაფრის თქმა არ მინდოდა…მაგრამ, რაც ეხლა ამოტივტივდა, ამაზე მეც მაქვს ინფორმაცია… რომ წააგებთ ამ თამაშს, ესეც ვიცი…თქვენ რომ წააგებთ, ესეც არ მადარდებს…თემას აპოშლებთ და აბანძებთ…თან რამდენი წელია…და რამდენი წელია ჩუმად გიყურებთ… რამდენი ნერვი დამჭირდა ამ სიჩუმისთვის…სანამ, როგორც იქნა, დავრწმუნდი, რომ ეს არაა საერთო საქმე…ეს არაა ჩემი და თქვენი საერთო საქმე…თქვენთან მე არაფერი მესაქმება…ხოდა, ერთიანად დაგივლით ყველას!რაღაც ძალიან მოვეშვი ბოლო დროს და გამოსასწორებელია ეს საქმე!