პოლონეთის პრეზიდენტი – ანჯეი დუდა, 22 მაისს უკრაინის “რადაში” სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მან ღიად კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა.
“ანდჟეი დუდას მკაცრი სიტყვები:
არ ვისვენებ მანამ, სანამ უკრაინა არ გახდება ევროკავშირის წევრი”.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინიდან მილიონზე მეტი მოქალაქე ჩავიდა პოლონეთში, რაზეც დუდამ განაცხადა, რომ: ისინი დევნილები არ არიან და მალე დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში.