არკანაიზელმა მეთევზემ ოქროს თევზი დაიჭირა

მართალია თევზის სახეობა დადგენილია, თუმცა ამ ჯიშში ოქროსფერი ძალიან იშვიათია. შტატის სათევზაო კომისიის ბიოლოგმა ჯონ სტეინმა თქვა, რომ კონკრეტულად ამ თევზის დაჭერას განსაკუთრებული იღბალი სჭირდება და მეთევზე როჯერსმა აუცილებლად უნდა სცადოს ბედი ლატარიაში.
“ჯოშ როჯერსი უნდა ადგეს, წავიდეს და შეიძინოს სათამაშო ბილეთი. ეს თევზი მილიონში ერთია”. – ჯონ სტეინი Wildlife Magazine-თან ინტერვიუში.
ბიოლოგმა დაამატა, რომ ამ ჯიშის თევზები ძირითადად მწვანე და ყავისფერები არიან, ოქროსფერი იშვიათი გენეტიკური ანომალიაა, რასაც ქსანტოქრომიზმს უწოდებენ.