აქამდე უცნობი ქართული დროშა

ზურაბ ბატიაშვილი, სოციალური ქსელის საშუალებით აქამდე ბევრისთვის უცნობ ქართულ დროშას აქვეყნებს და მისი ისტორიის შესახებ წერს.

“ეს არის ქართული დროშის პირველი ვარიანტი, რომელიც შექმნილია XX საუკუნის დასაწყისში. დაცულია თურქეთის გენშტაბის არქივში. ხოლო მისი ესკიზები ინახება სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის არქივში.ამ დროშას ატარებდა “ქართული ლეგიონი”, რომელიც გერმანიის ინიციატივით შეიქმნა 1914 წელს რუსეთის იმპერიასთან საბრძოლველად.

ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ როგორც ქართველი ქრისტიანები, ისე – მუსლიმები (მათ შორის ლაზებიც). მისი შტაბი მდებარეობდა ქ. ტრაპიზონში.შემდგომში დაემატა თეთრიც და შავ-თეთრი ფერები კუთხეში ასწიეს.ეს დროშაც ჩვენია!”-ზურაბ ბატიაშვილი.