აჭარის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დასახმარებლად ფინანსური დახმარება გამოიყოფა

აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დამეგობრებული ოლქების და ქალაქების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გამოიყოფა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს

აღნიშნული თანხით მოხდება სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების შესყიდვა და უკრაინული მხარისთვის გადაცემა. ამასთან, აჭარის მთავრობას აქვს აქტიური კომუნიკაცია დამეგობრებულ უკრაინულ რეგიონებთან და ჰუმანიტარული ტვირთის შეძენაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება