ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 და კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.უწყების ინფორმაციით, თბილისში 8 დაშავდა ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით 6 პირია ჰოსპიტალიზებული.რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკაში 13 ადამიანია გადაყვანილი.

ხოლო კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.მათივე ცნობით, თბილისში დაფიქსირდა 12 შემთხვევა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია სამი პაციენტი.რაც შეეხება რეგიონებს, კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზირებულია 12 პაციენტი.ამასთან, ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან თბილისში 97, რომელთაგან ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი