ბოლო 24 საათში, სოფელ სამებასთან 8 მიწისძვრა მოხდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში, 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათობით ოჯახი დაზარალდა. საცხოვრებელი სახლების უმრავლესობაში ახალი ბზარები გაჩნდა, ზოგში კი მანამდე მომხდარი მიწისძვრით გაჩენილი ბზარები გაფართოვდა. სოფელ სამებაში, სტიქიის ეპიცენტრში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებიდან წლებია ითხოვენ.

ბოლო 24 საათში, სოფელ სამებასთან 8 მიწისძვრა მოხდა. მათგან ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის გუშინ, 13 თებერვალს 22:25 საათზე იყო, რასაც 4.5, 3.5 და 4.1 მაგნიტუდის რყევები მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.