თბილისი ენერჯი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ გაზის წვის დროს, ალის ფერს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
გაზის წვისას ალის ფერი – მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას. CO კლავს! გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა.