“გვჭირდება ნებართვა სისხლი გავგზავნოთ უკრაინაში”

სოფიო წიკლაური ფეისბუქის საშუალებით დახმარებისთვის მთავრობას და მედიას მიმართავს, რათა მოხდეს სისხლის ექსპორტი უკრაინაში.

“უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი რომ დონაციაში მიიღოს მონაწილეობა, ჯერჯერობით საქართველოდან ასე მასობრივად სისხლის ექსპორტი არ განხორციელებულა. დავუკავშირდი სხვადასხვა სისხლის ბანკებს. მზაობას გამოთქვამენ ამაში მონაწილეობის მისაღებად. ახლა გვჭირდება სახელმწიფოსგან ნებართვა რომ სისხლის ექსპორტი განხორციელდეს !!!!აუცილებლად გვჭირდება ტელევიზიის მხარდაჭერა, რათა მოვითხოვოთ ნებართვა, რომ სისხლი გავაგზავნოთ უკრაინაში. მოგიწოდებთ ყველას რომ გავერთიანდეთ უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად.”- სოფიო წიკლაური