ოცნება ალბათ გაკვირვებულიცაა, რატომ ცხარობს ხალხი-გიორგი მშვენიერაძე

ცხადია, დღეს ბევრს უკვირს და აღაშფოთებს ის, რაც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თავს ხდება.”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომ მოვიდა, რამდენიმე თვეში იგივე დამართა ყველა თვითმმართველობას – ბოლომდე დაიმორჩილა – ხმა თითქმის არავის ამოუღია; შემდეგ სასამართლო ხელისუფლებას მიადგა, მურუსიძე მსხვერპლად გამოაცხადა და დაიმორჩილა – აქაც დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია;შემდეგ ეროვნულ ბანკს მიადგა, ფეხი ძნელად ჩაუვიდა, რადგან ბოლომდე იბრძოლა გიორგი ქადაგიძემ, თუმცა მასაც გაუვიდა ვადა და ეროვნული ბანკიც პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარა.შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიადგა, კანონები შეცვალა და სასამართლოს ბოლომდე ლაგამი ამოსდო.და ახლა დადგა ინსპექტორის ჯერიც. ანუ არაფერს ახალს და მისთვის უჩვეულოს ოცნება ახლა არ აკეთებს და ალბათ გაკვირვებულიცაა, რატომ ცხარობს ხალხი.